კარინა ბადალიანი
Avon-ის გაყიდვების ლიდერი

 

კომპანია AVON-ის წარმატების ისტორია-ეს არის თითოეული ქალის წარმატების ისტორია, რომელმაც გაათვითცნობიერა პასუხისმგებლობა მთელი მსოფლიოს წინაშე და დარწმუნდა იმაში, რომ მას ძალუძს შეცვალოს იგი უკეთესობისაკენ.

კომპანია AVON-მა დიდი გზა განვლო მას შემდეგ, რაც მისმა დამფუძნებელმა დევიდ მაკკონელიმ 1886 წელში, გამოუშვა გაყიდვაში პირველი პროდუქტი- პარფიუმერული ნაკრები Little Dot Perfume Set. დღესდღეობით AVONარის მსოფლიოს ერთერთი უმსხვილესი კომპანია, რომელმაც სახელი გაითქვა იმით, რომ დანერგა და განავითარა პირდაპირი გაყიდვების სისტემა. ქალბატონებისათვის პარფიუმერიისა და კოსმეტიკის შეთავაზება სავაჭრო აგენტების შუამავლობით გაჩნდა იმ პერიოდში, როდესაც დევიდი მუშაობდა კომივოიაჟორად ჩიკაგოს ერთერთ გამომცემლობაში. თავის კლიენტ ქალბატონებს დევიდი წიგნის შეძენისთვის საჩუქრად აძლევდა სუნამოს პატარა ფლაკონს. ეს პატარა საჩუქარი იმდენად პოპულარული გახდა მის კლიენტებს შორის, რომ დევიდი დაფიქრდა: "სინამდვილეში რას ელიან მისგან ქალბატონები: წიგნს თუ სუნამოს ახალ არომატს?" დევიდ მაკკონელიმ გაცილებით უფრო დიდი პერსპექტივა დაინახა პარფიუმერიაში და წიგნები წარსულად იქცა მის ცხოვრებაში. სწორედ ასე 1886 წელს ჩამოყალიბდა კომპანია California Perfume. .

"ჩვენ გვხვდა წილად პრივილეგია, რომ შევიყვანოთ კომპნია AVON-ი 21-ე საუკუნეში. ეს კომპანიის ისტორიაში ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია, რადგანაც ჩვენი დაუღალავი შრომა და ჩვენი რწმენა დაგვეხმარება შევქმნათ უკეთესი ცხოვრება და გამოვავლინოთ ახალი შესაძლებლობები ქალების შემდეგი თაობებისათვის. თუმცა ამ შესაძლებლობასთან ერთად გვეკისრება სერიოზული პასუხისმგებლობაც. საბედნიეროდ, ჩვენ გაგვაჩნია ის, რითიც ვხელმძღვანელობთ- ხედვა, მისია, ფასეულობები და პრინციპები, რაც გვახსენებს ჩვენს ისტორიას და გზას გვინათებს მომავლისაკენ."
                                                                                                        

ანდრეა ჯანგი, 
                      პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი.

 

 

AVON – ეს არ არის მხოლოდ სამსახურიეს ცხოვრების სტილია!


1.
კომპანიის კორპორატიული სული სხვადასხვა ღონისძიებების საშუალებით მყარდება: 
დედის დღის აღნიშვნა ოფისში;
ახალი წლის კორპორატიული ღონისძიების ორგანიზება;
თანამშრომლების შვილებისთვის დღესასწაულების მოწყობა;
კომპანიის დაბადების დღის აღნიშვნა;
კომპანიის დამფუძნებლის დღის აღნიშვნა;
• „
ახალი თანამშრომლების ადაპტაციის პროგრამა“;
ტრენინგიკეთილი იყოს თქვენი მობრძანება AVON-ში“; 
კორპორატიული ჟურნალიმე და ეივონი“;
თანამშრომლების დაბადების დღეების აღნიშვნა;
ექსკურსიები და პიკნიკები, სპორტული შეჯიბრებები;
სხვადასხვა კონკურსების ორგანიზება;

2.კომპანია AVON ზრუნავს თავის თანამშრომლებზე და ცდილობს, მისცეს მათ შესაძლებლობა დაიცვან ბალანსი ოჯახთან, სამსახურთან და კარიერასთან მიმართებაში. ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ ოჯახისთვის სასიკეთო გარემო.

აი ჩვენი ქმედებები, საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით:
ხელფასით ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება 4 თვე; 
არასრული სამუშაო დღე ქალებისთვის, რომლებსაც 1 წლამდე ასაკის ბავშვი ყავთ; 
ყველა კატეგორიის თანამშრომლისთვის შვებულების 24 სამუშაო დღე ; 
ოჯახური პირობების გამო დამატებითი ანაზღაურებადი შევებულება; 
დამატებითი 15 კალენდარული დღე უხელფასო შვებულება; 
ერთი დღე დამატებითი შვებულება თანამშრომლებს, რომელთა შვილები მიდიან 1 კლასში; 
ერთი დღე დამატებითი შვებულება თანამშრომლებს, რომელთა შვილები ამთავრებენ სკოლას; 
ერთი დღე დამატებითი შვებულება მამებს, ბავშვის შეძენისას; 
ნახევარი საათით სამუშაო დღის შემცირება, სადილის დროის ხარჯზე.


3.

ჩვენ ვაჯილდოვებთ საუკეთესო თანამშრომლებს, ვაღიარებთ მათ დამოკიდებულებას სამუშაოსადმი და ვაფასებთ მათი შრომის შედეგებს, რადგან ზუსტად მათ შეაქვთ მნიშვნელოვანი წვლილი კომპანიის წარამტებაში.

ჩვენ დავნერგეთ და ვახორციელებთ თანამშრომლების დაჯილდოვების პროგრამას AVON-ის ფასებულობების გაზიარებისა და სამუშაოსადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებისთვის”. ყოველ წელს საუკეთესო თანამშრომლები იღებენ დიპლომებს და ჯილდოვდებიან კომპანიის პრინციპების განხორციელებისა და საუკეთესოდ შესრულებული სამუშაოსთვის.
4.

ჩვენ მუდმივად ვსწავლობთ და ვაანალიზებთ შრომის ბაზარზე ადამიანური რესურსების შრომის ანაზღაურების პოლიტიკას, რათა ჩვენი თანამშრომლები კონკურენტუნარიანი სამუშაო პირობებით უზრუნველვყოთ. 

ჩვენი მოქმედი ფულადი ანაზღაურების სისტემა შედგება რამდენიმე ელემენტისგან:
ფულადი ანაზღაურება;
წლიური პრემია; 
მიმდინარე პრემიები და ბონუსები წლის მანძილზე მიღწეული შედეგებისთვის. 



ჩვენ ასევე ვზრუნავთ ჩვენი თანამშრომლების სოციალურ დაცვაზე, და მათ პროფესიულ განვითარებაზე, შრომის და დასვენების ღირსეულ პირობებზე, დღეისთვის ეს არის: 

ტრენინგების და პროფესიული სწავლების სისტემა; 
ბიბლიოთეკა;
სამედიცინო დაზღვევა;
მატერიალური დახმარება განსაკუთრებული შემთხვევების დროს;
ყოველდღიური კვების ანაზღაურება; 
ჩვენი პროდუქცია საჩუქრად ახალ წელს და ასევე საჩუქარი ბავშვებისთვის;
მაქსიმალური ფასდაკლება ჩვენს პროდუქციაზე;
კორპორატიული ღონისძიებები, საღამოები, დღესასწაულები