AVON  თბილისი

593-28-76-38
კომპანია AVON -ის წარმატების ისტორია-ეს არის თითოეული ქალის წარმატების ისტორია, რომელმაც გაათვითცნობიერა პასუხისმგებლობა მთელი მსოფლიოს წინაშე და დარწმუნდა იმაში, რომ მას ძალუძს შეცვალოს იგი უკეთესობისაკენ.  კომპანია AVON-მა დიდი გზა განვლო მას შემდეგ, რაც მისმა დამფუძნებელმა დევიდ მაკკონელიმ 1886 წელში, გამოუშვა გაყიდვაში პირველი პროდუქტი- პარფიუმერული ნაკრები Little Dot Perfume Set. დღესდღეობით კომპანია  AVON-ი არის მსოფლიოს ერთერთი უმსხვილესი კომპანია, რომელმაც სახელი გაითქვა იმით, რომ დანერგა და განავითარა პირდაპირი გაყიდვების სისტემა. ქალბატონებისათვის პარფიუმერიისა და კოსმეტიკის შეთავაზება სავაჭრო აგენტების შუამავლობით გაჩნდა იმ პერიოდში, როდესაც დევიდი მუშაობდა კომივოიაჟორად ჩიკაგოს ერთერთ გამომცემლობაში. თავის კლიენტ ქალბატონებს დევიდი წიგნის შეძენისთვის საჩუქრად აძლევდა სუნამოს პატარა ფლაკონს. ეს პატარა საჩუქარი იმდენად პოპულარული გახდა მის კლიენტებს შორის, რომ დევიდი დაფიქრდა: "სინამდვილეში რას ელიან მისგან ქალბატონები: წიგნს თუ სუნამოს ახალ არომატს?" დევიდ მაკკონელიმ გაცილებით უფრო დიდი პერსპექტივა დაინახა პარფიუმერიაში და წიგნები წარსულად იქცა მის ცხოვრებაში. სწორედ ასე 1886 წელს ჩამოყალიბდა კომპანია California Perfume. .
 
 
"ჩვენ გვხვდა წილად პრივილეგია, რომ შევიყვანოთ კომპანია
AVON-ი 21-ე საუკუნეში. ეს კომპანიის ისტორიაში ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია, რადგანაც ჩვენი დაუღალავი შრომა და ჩვენი რწმენა დაგვეხმარება შევქმნათ უკეთესი ცხოვრება და გამოვავლინოთ ახალი შესაძლებლობები ქალების შემდეგი თაობებისათვის. თუმცა ამ შესაძლებლობასთან ერთად გვეკისრება სერიოზული პასუხისმგებლობაც. საბედნიეროდ, ჩვენ გაგვაჩნია ის, რითიც ვხელმძღვანელობთ- ხედვა, მისია, ფასეულობები და პრინციპები, რაც გვახსენებს ჩვენს ისტორიას და გზას გვინათებს მომავლისაკენ."
                                                                          ანდრეა ჯანგი,
                                 პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი.
კარინა ბადალიანი
Avon-ის გაყიდვების ლიდერი